logo
ENG



რომან გოცირიძე: გახარიას პრემიერობით არჩევნებზე გასვლა ოცნების მხრიდან კატასტროფა იქნება

20 თებ 202017:20
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომაზე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ მმართველი ბიძინა ივანიშვილი ამჟამინდელ პრემიერმინისტრს არჩევნებამდე შეცვლის. რაც შეეხება მის სავარაუდო შემცვლელს გრიგოლ ლილუაშვილს, ჭიჭინაძის განცხადებით თუ „ქართულ ოცნებას“  ოდესმე წარმატებული ადამიანი ჰყოლია ეს გრიგოლ ლილუაშვილია.

„გახარია ნამდვილად ვერ იქნება არჩევნებამდე. თუ ქართულ ოცნებას ვინმე წარმატებული ადამიანი ჰყავდა ამ პერიოდის განმავლობაში ეს ლილუაშვილია. თან მითუმეტეს კალაძის დასაბალანსებლად ყოველთვის ძალიან კარგად გამოდგება იმიტომ, რომ ლილუაშვილი და კალაძე დაპირისპირებულები არიან“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

​„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის რომან გოცირიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ გახარიას პრემიერობის დროს მიიღებს მონაწილეობას ეს კატასტროფა იქნება. მისივე თქმით, საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება ყველაზე მეტად გახარიას მიმართ იგრძნობა, შესაბამისად თუ მმართველ გუნდს რაიმე ალღო აქვს შემორჩენილი ის არჩევნებამდე უნდა გადააყენონ.

„თუ ჭკუა შემორჩა ქართულ ოცნებაში ვინმეს არჩევნებზე გახარიას პრემიერობით გასვლა მათი მხრიდან კატასტროფა იქნება იმიტომ, რომ იძირება ქართული ოცნება. როდესაც საჰაერო ბუშტი იძირება ტვირთი უნდა გადმოაგდო, ყველაზე მძიმე წონიანი გახარიაა და ალბათ პირველს გადმოაგდებენ თუკი აქვთ შემორჩენილი რაიმე ალღო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.


close დახურვა